სკოლა სსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი
რაიონი მარტვილი
ტელეფონი 551091230
სამუშაოს დაწყების თარიღი1 მარტი, 2024წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 250-320 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სკოლის მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერად მუშაობისთვის კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება და სკოლაში მუშაობის გამოცდილება.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ავტობიოგრაფია (CV)

სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (აეთის არსებობის შემთხვევაში);

მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

1. აწარმოოს სასწავლო-მატერიალური ბაზის აღრიცხვა, დაცვა და შევსება, სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის, უსაფრთხოების ტექნიკისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;

2. უხელმძღვანელოს დამხმარე ტექნიკური პერსონალის გამართულ და ორგანიზებულ მუშაობას;

3. შეადგინოს სკოლაში განსახორციელებელი სამეურნეო სამუშაოების ნუსხა, დაგეგმოს მათი განხორციელების გზები და საშუალებები;

4. გააკონტროლოს სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

5. ჩაატაროს ინვენტარიზაცია.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.

პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატთა CV-ების გადარჩევა. მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ პირებთან ჩატარდება გასაუბრება.

გამოქვეყნების თარიღი 8 თებერვალი, 2024წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 15 თებერვალი, 2024წ.