სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №4 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
რეგიონი თბილისი
რაიონი დიდუბე-ჩუღურეთი
ტელეფონი 2951023
სამუშაოს დაწყების თარიღი20 თებერვალი, 2024წ.
სამუშაო საათები18 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 400 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სასურველი პროფესია: ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი, სოციალური მუშაკი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.

ა) სავალდებულოა აპლიკანტს ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

ბ) სასურველია ჰქონდეს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება (არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი)უპირატესობა მიენიჭება გამოდილ კონკურსანტს;

გ) სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს გავლილი ტრენინგი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დახმარებას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს თვითმომსახურების აქტივობების განხორციელებასა და სკოლის გარემოში, მათ შორის რესურს-ოთახში ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებაში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დახმარებას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დროს;

გ) მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ განხილვებში.

ონკურსის ეტაპები მოიცავს: განცხადებების გადარჩევასა და გასაუბრებას.არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევში, აპლიკანტი არ დაიშვება კონკურისი მეორე ეტაპზე.

კონკურსის მეორე ეტაპია გასაუბრება. გასაუბრებაზე დაბარებულ აპლიკანტებთან მოხდება სკოლის წარმომადგენლის მხრიდან დაკავშირება .

დამატებითი პირობა : სკოლა ფუნქციონირებს სხვადასხვა სკოლის შენობებში, მეორე ცვლაში, სავარაუდო სამუშაო საათები: 13:30 დან 18:00 სთ -მდე.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 400 ლარით და მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. (დარიცხული ხელფასი).

გამოქვეყნების თარიღი 8 თებერვალი, 2024წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 14 თებერვალი, 2024წ.