სკოლა სსიპ - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №212 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
რეგიონი თბილისი
რაიონი ძველი თბილისი
ტელეფონი 577616111
სამუშაოს დაწყების თარიღი1 დეკემბერი, 2023წ.
სამუშაო საათები26 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 400-468 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება;მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

ბ) ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

2. უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);

გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

დ) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;

ე) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება.

3. ასისტენტი საჭიროების შემთხვევაში უნდა ფლობდეს ჟესტურ ენას, ბრაილზე წერა-კითხვის ტექნიკებს.

4. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

5.1 სამოტივაციო წერილი;

5.2 პირადობის მოწმობის ასლი;

5.3 განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

5.4 შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

5.5 სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).

6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ფუნქციებია:

ა) დაეხმაროს სსსმ მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები რესურს ოთახში კოგნიტური და აკადემიური უნარების გავარჯიშების მიზნით;

გ) გაუწიოს ინდივიდუალური დახმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს თვითმომსახურების აქტივობების განხორციელებასა და სკოლის გარემოში;

დ) მონაწილეობა მიიღოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ განხილვებში;

ე) დახმარება გაუწიოს ძირითად მასწავლებელს ან სპეც მასწავლებელს სსსმ მოსწავლესთან გაკვეთილის წარმართვაში.

7. კონკურსი ტარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება

გამოქვეყნების თარიღი 20 ნოემბერი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 30 ნოემბერი, 2023წ.