სკოლა სპს - ნუნუ ბეიტრიშვილი პრომეთე
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი დაწყებითის მასწავლებელი
კლასი II, III
რეგიონი თბილისი
რაიონი გლდანი-ნაძალადევი
ტელეფონი 2 49 74 47
სამუშაოს დაწყების თარიღი , წ.
სამუშაო საათები18 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ფუნქცია-მოვალეობები:


•    სასწავლო პროგრამის მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;


•     წლიური სამოქმედო გეგმის, კურიკულუმების, მატრიცებისა და თემატური გეგმის შედგენა;


•    სასსკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი მეთოდების გამოყენება;


•    გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა;


•    მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა;


•    სამოქმედო გეგმით დადგენილი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება


•    მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია


•    სემესტრულად მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების მომზადება


•    სასკოლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა


•    პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა, სიახლეებისთვის თვალყურის დევნება და ახალი ცოდნის ათვისებაზე ზრუნვა.


პედაგოგი ვალდებულია დაიცვას სკოლის შინაგანაწესი და პატივი სცეს სასკოლო კულტურას.


კვალიფიკაცია:


განათლება


ვაკანტურ საათებზე მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:


o    უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);


o    უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;


o    უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;


o    უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;


o    უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;


o    უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;


o    უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.


ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:


კანდიდატი უნდა იცნობდეს: კანონს „ზოგადი განათლების შესახებ“,მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, ბავშვის უფლებათა კონვენციას, ეროვნულ სასწავლო გეგმას და საგნობრივ სტანდარტს;


კანდიდატი უნდა ფლობდეს, საოფისე პროგრამებს, შეეძლოს ინტერნეტ საძიებო ველის ეფექტურად გამოყენება და საგანმანათლებლო ინტერნეტ პლატფორმებით საგაკვეთილე რესურსების შექმნა.


პიროვნული მახასიათებლები:


•    გუნდური მუშაობის უნარი;


•    კომუნიკაბელურობა;


•    ორგანიზებულობა;


•    უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;


•    პუნქტუალურობა;


•    შრომისმოყვარეობა.


კონკურსის ჩატარების წესი


კონკურსის ჩატარების ეტაპებია


განაცხადების გადარჩევა;


გასაუბრება;


საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება;


ტესტირება;


ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:


•    პირადობის მოწმობის ასლი;


•    სამოტივაციო წერილი;


•    შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;


•    სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


•    ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ;


•    ინფორმაცია/ცნობა შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ.


მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი :


•    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;


•    ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით არანაკლებ ბაკალავრის დიპლომი


•    სამოტივაციო წერილი;


•    ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


•    ინფორმაცია/ცნობა შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ.


სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე" წარმატებას გისურვებთ!

გამოქვეყნების თარიღი 31 მარტი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 25 ივნისი, 2023წ.