სკოლა სპს - კერძო საშუალო სკოლა დავითიანი - მარინა გორშკოვა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
კლასი V, VI, VII, VIII, IX, X
რეგიონი ქვემო ქართლი
რაიონი ბოლნისი
ტელეფონი 577250359-davitiani.kuka@mail.ru
სამუშაოს დაწყების თარიღი31 მარტი, 2023წ.
სამუშაო საათები12 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 250-300 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მასწავლებლის შერჩევის პირობები:

1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

1.2. მასწავლებლის მისაღებად კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად.

პირველ ეტაპზე მოხდება პრეტენდენტთა CV-ების გადარჩევა. შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

გასაუბრების მეორე ეტაპზე გადავლენ ის პირები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის მეორე ეტაპს.

საბოლოო კანდიდატი აირჩევა იმ პირთა მიერ, რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის სამივე ეტაპს.

1.3 თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია მასწავლებლობის მაძიებლად აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსს.

1.4 თუ საკონკურსო კომისიამ შეარჩია მოწვეული მასწავლებელი, მოწვეული მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (საათობრივი დატვირთვა არაუმეტეს 9 სთ).

ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;

გამოქვეყნების თარიღი 17 მარტი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 31 მარტი, 2023წ.