სკოლა სსიპ - ქალაქ რუსთავის №10 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
რეგიონი ქვემო ქართლი
რაიონი რუსთავი
ტელეფონი 577576197
სამუშაოს დაწყების თარიღი29 მარტი, 2023წ.
სამუშაო საათები22 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 350-400 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

ბ) ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

გ) ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

 უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);

გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

დ) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;

ე) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება

 კონკურსის ეტაპები:

 ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

გამოქვეყნების თარიღი 17 მარტი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 22 მარტი, 2023წ.