სკოლა სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაპანახჩის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
რეგიონი ქვემო ქართლი
რაიონი მარნეული
ტელეფონი 551096080
სამუშაოს დაწყების თარიღი4 მაისი, 2023წ.
სამუშაო საათები18 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 400-450 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. სკოლაში სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

იყოს მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.

სასურველია იყოს ჩართული სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში მინიმუმ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით.

2. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

სამოტივაციო წერილი;

პირადობის მოწმობის ასლი;

განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი;

შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.

3. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს რომელსაც აქვს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის ინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

4. კონკურსის ეტაპები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

გასაუბრება.

აუცილებელი მოთხოვნაა აზერბაუჯანული ენის სრული ცოდნა,იმოტომ რომ სკოლა არის აზერბაიჯანულენოვანი.

გამოქვეყნების თარიღი 16 მარტი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 30 აპრილი, 2023წ.