სკოლა სსიპ - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
რეგიონი იმერეთი
რაიონი სამტრედია
ტელეფონი 577652658
სამუშაოს დაწყების თარიღი1 მარტი, 2023წ.
სამუშაო საათები18 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 450-480 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატი სპეციალური მასწავლებლის ვაკანტურ ადგილზე მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

გ) უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

დ) იყოს მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.

სასურველია:

ა) ჰქონდეს უმაღლესი პედაგოგიური ან განათლება პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში,

ბ) სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან/მოსწავლეებთან მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;

გ) სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს ჩაბარებული სპეც. მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდა.


2. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ავტობიოგრაფია;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

დ) შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

ე) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვ) სპეც. მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

გამოქვეყნების თარიღი 7 თებერვალი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 13 თებერვალი, 2023წ.