სკოლა | სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | სკოლის ექიმი |
რეგიონი | სამეგრელო-ზემო სვანეთი |
რაიონი | ზუგდიდი |
ტელეფონი | 551094655 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 20 თებერვალი, 2023წ. |
სამუშაო საათები | 40 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 600-660 ლარი/თვეში |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები | 1. კანდიდატისადმი სავალდებულო მოთხოვნები: ა) ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში - „საოჯახო მედიცინა“ „პედიატრია“ ან ,,თერაპევტი’’ და სხვა. ბ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე; ბ) იცოდეს სახელმწიფო ენა. 2. კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს: ა) ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; ბ) ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება; გ) დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი; დ) ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში; ე) მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვ. (საექიმო სპეციალობის ფარგლებში). თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭოთ იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს ორ სპეციალობაში (მაგ. „საოჯახო მედიცინა“ „პედიატრია“ ,,თერაპევტი’ და სხვა’). 3. კონკურსში მონაწილეობის მიზნით კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; ბ) საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) დასაქმებული კანდიდატების შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან (სამუშაო გარაფიკისა და შესაბამისი საათობრივი დატვირთვის მითითებით); ზ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება; |
გამოქვეყნების თარიღი | 7 თებერვალი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 14 თებერვალი, 2023წ. |