სკოლა სსიპ - მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა დამლაგებელი
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი 2250928
სამუშაოს დაწყების თარიღი13 თებერვალი, 2023წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 550-600 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1.გამოცხადდეს სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე (გაანიავოს საკლასო ოთახები);

2.დაიცვას სისუფთავე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას როგორც დერეფანში, ასევე სველ წერტილებში;

3.საჭიროების შემთხვევებში, სკოლაში ჩაატაროს სადეზინფექციო სამუშაოები;

4ყოველდღიურად დაალაგოს სკოლის შენობის დერეფანი, სველი წერტილები და სასკოლო ოთახები სველი წესით;

5.შეასრულოს სკოლის დირექტორისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის მითითებები და დავალებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

6. 6ყველა საჭირო ინვენტარისთვის წინასწარ მიმართოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს;

7.უზრუნველყოს სანიტარული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 2-ჯერ; (სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მინიმუმ ერთხელ და საგაკვეთილო პროცესის დასრულებისას);

8.გაკვეთილების მიმდინარეობისას შესვენების დაწყებამდე უზრუნველყოს სკოლის დერეფნების განიავება;

9.შეასრულოს სკოლის შინაგანაწესითა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია გადმოაგზავნონ სკოლის მეილზე: tbillisi41@mes.gov.ge  ან პირადად წარმოადგინონ სკოლაში.

დასაქმებულების სამუშაო საათები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით,  I და II ცვლაში.

გამოქვეყნების თარიღი 6 თებერვალი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 10 თებერვალი, 2023წ.