სკოლა | სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | მასწავლებელი/მაძიებელი |
საგანი | დაწყებითის მასწავლებელი |
კლასი | I |
რეგიონი | მცხეთა-მთიანეთი |
რაიონი | დუშეთი |
ტელეფონი | 577677078 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 1 მარტი, 2023წ. |
სამუშაო საათები | 21 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 685-740 ლარი/თვეში |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები | კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება ელექტრონულად მისამართზე dusbazaleti@mes.gov.ge ან სკოლის ადმინისტრაციაში ქალაქი დუშეთი - სოფელი ბაზალეთი. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (300 კრედიტიანი) საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტიანი) ; გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა); დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. სამოტივაციო წერილი; 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. ავტობიოგრაფია/ cv; 4. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი; 5. სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი ან მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ამსახველი დოკუმენტაცია. 6. სამუშაო გამოცდილების დოკუმენტი; 7. შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში). კონკურსის ეტაპები მოიცავს: განაცხადების გადარჩევას; გასაუბრებას; კომისია დავუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. დამატებითი ინფორმაცია: კონკურსანტი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, როგორც თვითგანვითარებით, ისე კოლეგებთან თანამშრომლობით, მათ შორის სკოლის ბაზაზე; შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებთან, ისე სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირთან. კონკურსანტს უნდა შეეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სწავლების პროცესში. |
გამოქვეყნების თარიღი | 6 თებერვალი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 28 თებერვალი, 2023წ. |