სკოლა სსიპ - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა პერსონალური ასისტენტი
რეგიონი აფხაზეთი
რაიონი აფხაზეთი
ტელეფონი 551099001
სამუშაოს დაწყების თარიღი13 თებერვალი, 2023წ.
სამუშაო საათები60 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 270-0 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

ბ) ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

• უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);

გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

დ) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

ე) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;

ვ) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება.

კონკურსი ტარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობა ;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ;

გ) შესაბამისი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);

დ) სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).


გამოქვეყნების თარიღი 2 თებერვალი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 8 თებერვალი, 2023წ.