სკოლა | სსიპ - დაბა ხულოს საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | მასწავლებელი/მაძიებელი |
საგანი | უცხოური ენა (რუსული) |
კლასი | VII, IX, X, XI, XII |
რეგიონი | აჭარა |
რაიონი | ხულო |
ტელეფონი | 577534994 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 1 თებერვალი, 2023წ. |
სამუშაო საათები | 10 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 278-304 ლარი/თვეში |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები | 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი; ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით. თ) უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიური (რუსული ენის მასწავლებლის) სამუშაო გამოცდილება ი) სკოლის ინტერსებიდან გამომდინარე არ განიხილება დისტანციური სწავლება 1.2 თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ან პირი, რომელსაც მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი აქვს მინიჭებული შესაბამის საგანში. 2. კონკურსის ეტაპები: ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ბ)გასაუბრება; გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა. უპირატესობა მიენიჭბათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს საგნის სწავლების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება |
გამოქვეყნების თარიღი | 24 იანვარი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 29 იანვარი, 2023წ. |