სკოლა სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
რეგიონი ქვემო ქართლი
რაიონი წალკა
ტელეფონი 551095455
სამუშაოს დაწყების თარიღი1 თებერვალი, 2023წ.
სამუშაო საათები21 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 700 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური ადგილის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ) წერითი დავალება;

გ) ტესტირება;

დ) გასაუბრება.

2.კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება ინტერნეტსივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე (მათ შორის - www.pedagogi.ge-ზე).

 კანდიდატი  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:

• მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

• ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

• ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

• იყოს მოქმედი სპეციალური მასწავლებელი ან  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ 2022 წლის 01 იანვრამდე ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.

2. ერთწლიანი გამოცდილებასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ რელევანტური სპეციალობების ახალ კურსდამთავრებული ბაკალავრების და მაგისტრების შემთხვევაში.

3. იმ შემთხვევაში თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან გამომიდინარე ვერ შეირჩა კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე, გამონაკლისი დაიშვება ფსიქოლოგის სპეციალობების ახალ კურსდამთავრებული ბაკალავრების და მაგისტრების შემთხვევაში, რომელიც სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.1 სამოტივაციო წერილი;

1.2 პირადობის მოწმობის ასლი;

1.3 განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი;

1.4 შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

1.5 ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

2. განცხადების გადარჩევას (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, უზრუნველყოფს კომისია. ამ მიზნით საჯარო სკოლა ვალდებულია კომისიის წევრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდოს შემოსული განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია.

3. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.

4. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს,რომელსაც აღნიშნული მიმართულებით გამოცდით დადასტურებული აქვს შესაბამისი კომპეტენცია და კარგად ფლობს შესაბამის კომპიუტერულ პროგრამებს.


გამოქვეყნების თარიღი 24 იანვარი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 28 იანვარი, 2023წ.