სკოლა | სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | მასწავლებელი/მაძიებელი |
საგანი | ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები |
კლასი | I, II, IV, VI |
რეგიონი | მცხეთა-მთიანეთი |
რაიონი | დუშეთი |
ტელეფონი | 591658575 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 1 თებერვალი, 2023წ. |
სამუშაო საათები | 4 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 100-130 ლარი/თვეში |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები | 1. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედი მასწავლებელი; ზ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი. თ)უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით. 2. თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია მასწავლებლობის მაძიებლად აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსს. 3. თუ საკონკურსო კომისიამ შეარჩია მოწვეული მასწავლებელი, მოწვეული მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. 4. კონკურსის ეტაპები: ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ბ ) გასაუბრება. კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საგნის სწავლების გამოცდილება. აპლიკანტებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა ატვირთონ ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge). მეორე ეტაპზე, გადავლენ ის კონკურსანტები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებს. საბუთების გადარჩევის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, სადაც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები. ონლაინ გაკვეთილები არ განიხილება |
გამოქვეყნების თარიღი | 24 იანვარი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 31 იანვარი, 2023წ. |