სკოლა | სსიპ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | მასწავლებელი/მაძიებელი |
საგანი | სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება |
რეგიონი | კახეთი |
რაიონი | დედოფლისწყარო |
ტელეფონი | 577629952 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 29 სექტემბერი, 2022წ. |
სამუშაო საათები | 8 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 100-156 ლარი/თვეში |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები | 1. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ვ) უნდა იყოს ქმედუნარიან პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ზ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი; თ) უნდა იყოს 2015 წლამდე მოქმედი მასწავლებელი. შენიშვნა: მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა. აღნიშნულის დადგენის მიზნით კანდიდატს გასაუბრების შედეგად შერჩევის შემთხვევაში მოეთხოვება ცნობა ნასამართლეობის შესახებ; 2. კონკურსის ეტაპები: 2.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; 2.2 გასაუბრება. |
გამოქვეყნების თარიღი | 23 იანვარი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 8 თებერვალი, 2023წ. |