სკოლა | სსიპ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის №1 საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | სკოლის ექიმი |
რეგიონი | კახეთი |
რაიონი | დედოფლისწყარო |
ტელეფონი | 5787243018 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 1 თებერვალი, 2023წ. |
სამუშაო საათები | 40 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 550-600 ლარი/თვეში |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები | კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს: 1.1. ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება; 1.2. ფლობდეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით №41/ნ/01-23/ნ განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში; 1.3. სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში: ა) „პედიატრია“; ბ) „საოჯახო მედიცინა“; გ) „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“. 2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს: 3.1. გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; 3.2. ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; 3.3. ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 3.4. დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი; 3.5. ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში; 3.6. მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა, (საექიმო სპეციალობის ფარგლებში)). 4. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 4.1. საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; 4.2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; 4.3. ავტობიოგრაფია/cv (მისამართის, ელ-ფოსტისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით); 4.4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; 4.5. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები; 4.6. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში; 4.7. სამოტივაციო წერილი. ეტაპები: 1 დოკუმენტაციის გადარჩევა; 2 გასაუბრება. |
გამოქვეყნების თარიღი | 23 იანვარი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 27 იანვარი, 2023წ. |