სკოლა სსიპ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
რეგიონი სამცხე-ჯავახეთი
რაიონი ახალქალაქი
ტელეფონი 551084158
სამუშაოს დაწყების თარიღი27 იანვარი, 2023წ.
სამუშაო საათები18 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 250-300 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური ადგილის მიმართ წაყენებულ შემდეგ მოთხოვნებს:

• ჰქონდეს განათლების ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი(მასწავლებლობის უფლების მინიჭებით)

• მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

• ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

• სავალდებულოა ჰქონდეს საგანმანათლებლო დაწესესბულებაში მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

• ერთწლიანი გამოცდილებასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ რელევანტური სპეციალობების ახალ კურსდამთავრებული ბაკალავრების და მაგისტრების შემთხვევაში.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 ავტობიოგრაფია/ cv;

 პირადობის მოწმობის ასლი;

 შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

 შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

 სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 სამოტივაციო წერილი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1.განაცხადების გადარჩევა

2. გასაუბრება

დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.

1 .კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება: მხოლოდ ვაკანსიების ვებგვერდზე ( - www.pedagogi.ge-ზე).

გამოქვეყნების თარიღი 23 იანვარი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 27 იანვარი, 2023წ.