სკოლა | სსიპ - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | სპეციალური მასწავლებელი |
რეგიონი | სამცხე-ჯავახეთი |
რაიონი | ახალციხე |
ტელეფონი | 598097830 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 6 თებერვალი, 2023წ. |
სამუშაო საათები | 18 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 350-400 ლარი/თვეში |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები | სკოლაში სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: • უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის • უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. • იყოს მოქმედი ან დამწყები (მაძიებელი) სპეციალური მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჩააბარებს შესაბამის გამოცდას. მოთხოვნები; სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია გამოცხადდეს ყოველი დღე- სასწავლო პროცესის დაწყებიდან მინიმუმ 15 წუთით ადრე და იმყოფებოდეს სკოლაში სსსმ მოსწავლის სკოლაში ყოფნის პერიოდამდე. აქტიურად იყოს ჩართული სკოლის სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მუდმივად ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე. იყოს კომუნიკაბელური, შეეძლოს გუნდური მუშაობა. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: • სამოტივაციო წერილი; • პირადობის მოწმობის ასლი; • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; • შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში); • ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში). მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს რომელსაც აქვს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით განცხადების გადარჩევა. ბ) გასაუბრება |
გამოქვეყნების თარიღი | 23 იანვარი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 30 იანვარი, 2023წ. |