სკოლა სსიპ - თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ფიზიკური აღზრდა და სპორტი
კლასი V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი 2384429
სამუშაოს დაწყების თარიღი15 სექტემბერი, 2022წ.
სამუშაო საათები17 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 450-1670 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (300 კრედიტიანი) საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტიანი) ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი (მაძიებლობა), ან პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მაინორი);

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

კონკურსის ეტაპები:

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება 

გამოქვეყნების თარიღი 5 აგვისტო, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 31 აგვისტო, 2022წ.