ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი უცხოური ენა (იტალიური)
კლასი VII, VIII, IX, X, XI, XII
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი
სამუშაოს დაწყების თარიღი , წ.
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

ევროპის სკოლა თბილისი გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს მასწავლებლებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი ლისის ტბასთან არსებულ უნიკალურ სასკოლო გარემოში ასწავლონ, კიდევ უფრო მეტად გაიფართოვონ პროფესიული გამოცდილება და გახდნენ გამორჩეული პედაგოგები, საერთაშორისო დონის მასწავლებლებს შორის საქართველოში.

გვაქვს სურვილი ევროპის სკოლა თბილისის ( SET) მასწავლებლებს ჰქონდეთ მზაობა, ჩართულები იყვნენ სწავლისა და განვითარების უწყვეტ პროცესში, იყვნენ ინოვატორები და ჰქონდეთ სურვილი გამოიყენონ ინგლისური, როგორც სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციო ენა, ხოლო ქართული, როგორც ძირითადი ინსტრუმენტი/საშუალება ქართულ ჯგუფთან სწავლა-სწავლების პროცესის წარსამართად.

SET-ის მასწავლებლებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მრავალფეროვან მოსწავლეთა პიროვნულ და აკადემიურ ზრდას, ხოლო მაღალი ხარისხის სწავლის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ მოსწავლეზე ორიენტირებული, კვლევაზე დაფუძნებული საკლასო პრაქტიკა და პროექტული სწავლება. SET მასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროცესი, რომელშიც ეფექტურადაა შერწყმული ტრადიციულ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასწავლო რესურსების გამოყენება. განათლება SET-ში მოიზარებს აკადემიური კვლევების, შემოქმედებითი, სპორტული და საზოგადებრივი საქმიანობის კომბინირებულად გამოყენებას.

ეროვნული სასწავლო გეგმასა და მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, SET მასწავლებლები ხელს შეუწყობენ მოსწავლეებში ცოდნისა და გაგება-გაანალიზების უნარების ჩამოყალიბებას, დაეხმარებიან მოსწავლეებს გახდნენ უფრო კრიტიკულად მოაზროვნეები და შეისწავლონ კვლევისა თუ აკადემიური წერის მეთოდები, ჩამოუყალიბდეთ ეთიკური დამოკიდებულება, ევროპული ღირებულებების მიმართ, განივითაროს 21-ე საუკუნის კომპეტენციები და მოხდეს მათში კეთილდღეობისა და ღირებულებების გაძლიერება. SET-ში განათლების მიღება არის საშუალება მოსწავლეებმა მიაღწიონ წარმატებას სულ უფრო და უფრო მზარდ და ცვალებად, მრავალფეროვან, ორაზროვან და არაპროგნოზირებად სამყაროში.

ჩვენს შესახებ

ევროპის სკოლა თბილისი წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს, რომელიც 2024-2025 სასწავლო წელს დაიწყებს ფუნქციონირებას. სკოლა 2021 წელს დაფუძნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სახელწოდებით.

სკოლა განახორციელებს ორ პროგრამას:

კომბინირებული ქართულ-ინგლისური, რომელიც განხორციელდება ორ საფეხურზე: საბაზო (7-9 კლასები) და საშუალო (10-12 კლასები)

საერთაშორისო საბაკალავრო IB პროგრამა (11-12 კლასები).

2024 წლის სექტემბრიდან სკოლა მზად იქნება უმასპინძლოს მოსწავლეებს განსაკუთრებულ სასკოლო გარემოში თავისი სამეცნიერო ლაბორატორიებით, დიზაინის სახელოსნოთი, ხელოვნების და სასცენო სივრცეებით, შიდა და გარე სპორტული სივრცეებით, ლაბორატორიებით, სხვადასხვა სასწავლო/სამეცადინო ზონებით და საერთო საცხოვრებლით.

ამჟამად ლისის ტბის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სკოლისა და კამპუსის მშენებლობა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, თანამედროვე სასკოლო გარემოში, იცხოვრონ და მიიღონ მაღალი ხარისხის ზოგადი განათლება.

ამასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდება სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

თანამდებობა/პოზიციის დასახელება

იტალიური ენის მასწავლებელი

ანგარიშვალდებულება

ყოველდღიური ანაგრიშვალდებულება კათედრის ხელმძღვანელის მიმართ

ირითადი თანამშრომლობითი ურთიერთობა სკოლაში;

მოსწავლეები, კოლეგები, მშობლები, კურიკულუმის კოორდინატორი, პანსიონის ხელმძღვანელი, ცხრილზე პასუხისმგებელი პირი, სტიპენდიის კოორდინატორი, ფსიქოლოგი, სპეც მასწავლებელი, დამრიგებელი, ექთანი/ექიმი, კურიკულარულიმით გათვალისწინებული აქტივობების კოორდინატორი.

ძირითადი ურთიერთობები სკოლის მიღმა:

სხვა სკოლების მასწავლებლები, IB-პროგრამის მასწავლებლები, მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა ასოციაციები და ა.შ

თანამდებობის ძირითადი მიზანი:

ეფექტიანი სწავლების მეთოდების/სტრატეგიების გამოყენებით სწავლა-სწავლების პროცესის გაუჯობესება/ხელშეწყობა, მოსწავლეთა კეთილდღეობაზე მუდმივი ზრუნვა, რესურსების ეფექტურად გამოყენება და მართვა. სკოლის პოზიტიურ კულტურის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.

ძირითადი პასუხისმგებლობები სასკოლო საზოგადოების მიმართ:

1. სოლის მარეგულერებელი დოკუმენტების განხორციელება და მხარდაჭერა.

2. შექმნას, გამოიყენოს და იზრუნოს მრავალფეროვან და მოქნილ სასწავლო გარემოზე.

3. ხელი შეუწყოს ჯანსაღი საკლასო/სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას.

4. უზრუნველყოს ეფექტიანი სწავლა-სწვალების პროცესის წარმართვა.

სწავლა-სწავლება, შეფასება, ჩანაწერების წარმოება & ანგარიშგება

1. მასწავლებელი როგორც კლასის ლიდერი ეხმარება მოსწავლეებს სწავლის დამოუკიდებელი უნარების განვითარებაში

2. მასწავლებელი საგნის შესახებ ახდენს საფუძვლიანი ცოდნის დემონსტრირებას რომელიც კავშირშია ყოველდღიური ცხოვრებასთან და შესაბამისობაშია მაღალი ხარისხის განათლების მოთხოვნებთან

3. მასწავლებელი ქმნის მრავალფეროვან, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სწავლის შესაძლებლობებს როგორც სასკოლო ისე არაფორმალურ გარემოში, ამასთან, მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას სასწავლო პროცესში მუდმივი/უწყვეტი ჩართულობით აიმაღლონ ცნობიერება, გახდნენ: შემოქმედებითი,დაიცვან ეთიკის ნორმები, მიიღონ ინტერპერსონალური, ტექნოლოგიური, გარემოსდაცვითი, ფიზიკური და სამეწარმეო გამოცდილება, ასევე გამოიმუშაონ გადაწყვეტილებების მიღების უნარი როგორც ადგილობრივი და/ან გლობალური ზემოქმედებით შესაბამისად.

4. მასწავლებელი ქმნის რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს და იყენებს აქტივოვბებს, რომელიც მოსწავლეს აძლევს კომფორტის ზონიდან გამოსვლის საშვალებას, რაც მოსწავლეებში შეცდომების დაშვების გზით ზრდის გამოცდილების მიღების შესაძლებლობას, ამაღლებს და მიზნად ისახავს წარმატების მიღწევის მოტივაციას .

5. მასწავლებელი უზრუნველყოფს საინტერესო, გამოწვევებით სავსე სწავლის შესაძლებლობებს, სადაც თითოეული მოსწავლის მოსაზრება/შეხედულება იქნება გათვალისწინებული და მათი ინტერესები მაქსიმალურად დაცული.

6. მასწავლებელი უზრუნველყოფს როგორც დროის, ასევე მრავალფეროვანი და მოქნილი სასწავლო გარემოს, რესურსების და ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებას თითოეული მოსწავლის მოთხოვნილებების და საჭიროებების გათვალისწინებით.

7. მასწავლებელი შეიმუშავებს და იყენებს შეფასების სხვადასხვა მიდგომებს/მეთოდებს (e.g. for, of and as learning), რათა დარწმუნდეს, რომ სასწავლო პროცესი სწორად დაგეგმილია და მოსწავლეების აკადმეიური მოსწრება გაუმჯობესებული.

8. მასწავლებელი ამზადებს ანგარიშებს სწავლის შესახებ, რათა უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების და სწავლის პროცესის მყისიერი მხარდაჭერა კარგად ინფორმირებული/გააზრებული გადაწყვეტილების მიღების გზით.

9. მასწავლებელი უზრუნველყოფს თვითშეფასების უნარის ამაღლების მიზნით საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას და მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ უკუკავშირს.

მოსწავლის სოციალური და ემოციური მხარდაჭერა და სასწავლო გეგმის/კურიკულუმით განსაზღვრული დამატებითი აქტივობები:

1. მასწავლებელი უზრუნველყოფს კულტურული მრავალფეროვნების, თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობას და პატივისცემას.

2. მხარს უჭერს ჯანსაღი, პოზიტიური, სოციალურად მართებულიი/ეთიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გულწრფელად ზრუნავს როგორც სკოლის ერთიანი და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაზე, ასევე სათითაოდ ყველა პეროსნალის კეთილდღეობაზე.

3. მოსწავლის კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით მასწავლებელი მუდმივად ინარჩუნებს მჭიდრო, პატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას და ღია/ეფექტიან კომუნიკაციას ყველა დაინტერესებული მხარის მიმართ.

4. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეების მხარდაჭერა დამატებითი გაკვეთილების შეთავაზებით, სარეკომენდაციო წერილების მომზადება და სხვა.

5. კლასგარეშე დამატებითი აქტივობების შეთავაზება (დღის სხვადსახვა მონაკვეთში) მდიდარი და საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილების მიღების და გაზიარების მიზნით.

6. მოსწავლეების მეთვალყურეობა და მენტორინგი, სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი ზომების მიღება(არასასურველი ქცევა, ბულინგი და სხვა).

7. სკოლის პოზიტიურ კულტურაზე ზრუნვა და შენარჩუნება, სკოლის პოპულარიზაციის ხელშეწყობა სასკოლო ღონისძიებებსა და საინფორმაციო აქტივობებში ჩართულობით.

პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და კოლეგებთან თანამშრომლობა:

1. ურთიერთ მხარდაჭერაზე ორიენტირებული სანდო და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა/შენარჩუნება, როგორც კოლეგებთან, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთნ.

2. სკოლის სასწავლო გეგმის შექმნა და განვითარება განათლების მიმდინარე კვლევებზე დაყრდნობით. და ახდენს საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარება კოლეგებთან.

3. დაკისრებული პასუხისმგებლობების ვადებში შესრულება.

4. წარმოქმნილი პრობლემების შესახებ შესაბამისი კომპეტენციების მქონე პირის დროულად ინფორმირება.“კრიტიკული მეგობრის” მიერ მიცემული უკუკავშირითა და თვით რეფლექსიაზე დაყრდნობით პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნვა.

მშობლები და სხვა დაინტერესებული მხარეები:

1. მშობლებისთვის საინფორმაციო გამოხმაურების/ანგარიშების მოამზადება და წარუდგენა, როგორც ზეპირად (მაგ. მშობლების შეხვედრებზე), ასევე წერილობით (მაგ. მოხსენებითი ბარათები).

2. მშობლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეკითხვებზე დროული და ჯეროვანი პასუხების მომზადება.

3. მშობლების აქტიური მხარდაჭერა მათი შვილების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით; მშობლების წახალისება სკოლის პლატფორმის გამოყენებით (მშობელთა პორტალი) და სხვა.

სკოლისთვის საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები, უნარები, კვალიფიკაცია და გამოცდილება:

პიროვნული მახასიათებლები:

- ანგარიშვალდებულება;

- ხელმისაწვდომობა;

- მზრუნველობა;

- თანამშრომლობა;

- პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნვა;

- გამბედაობა;

- შემოქმედობითობა;

- კრიტიკული აზროვნება;

- კულტურული მრავალფეროვნებისადმი მიმღებლობა;

- ცნობის მოყვარეობა;

- ემპათიურობა;

- სამართლიანობა;

- მოქნილობა;

- სიახლეებისადმი მუდმივად სწრაფვა;

- გონივრულობა;

- ორგანიზებულობა;

- მომთმნების უნარი;

- უკუკავშირის გაკეთების უნარი;

- პასუხისმგებლიანი

მასწავლებლების საჭირო უნარები:

- მიზანმიმართული, კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე

- დაფუძვნებული, მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის შექმნ.

- ეფექტური შეფასებისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა.

- მუდმივ ძიებაზე/აღმოჩენებზე დაფუძვნებული, რეფლექსიისა და მუდმივად მზარდი/განვითარებადი აზროვნების

- ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

- მოსწავლეთა აზრის მუდმივად გათვალისწინება.

- დროისა და სივრცის ეფექტურად/ეფექტიანად გამოყენება.

- მოსწავლეებში კეთილდღეობისა და მიკუთვნებულობის

განცდის ჩამოყალიბების ხელშეწყობა/მუდმივი ზრუნვა.

- კოლეგებთან თანამშრომლობითი, ურთიერთ განვითარებაზე/მხარდაჭერაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა/უზრუნველყოფა.

- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა

- სავალდებულოა საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა

კვალიფიკაცია:

- კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს „ზოგადი განათლების

შესახებ“ საქართველოს კანონის 21 3 მუხლითა და 61 2 მუხლით

- მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

ინგლისური ენის სულ მცირე B2 დონეზე ცოდნა.

გამოცდილება:

- სკოლებში მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

- საერთაშორისო და/ან დამოუკიდებელ სკოლაში მუშაობის

გამოცდილება, ასევე, IB/Cambridge პროგრამების მასწავლებლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ბენეფიტები:

- სრული დატვირთვა და ანაზღაურების - 4300 ლარი

- ტრანსპორტირება სკოლაში და სკოლიდან დანიშნულების

ადგილიდან

- სადილი

- პროფესიული უნარების განვითარება ადგილობრივი და

საერთაშორისო ტრენერების მონაწილეობით როგორც პირისპირ ისე დისტანციურად

- განსაკუთრებული სამუშაო გარემო

- ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშო დღეეები და საათები:

- დღეში 6, 60 წუთიანი გაკვეთილი

- სამუშაო დღის დაწყების სავარაუდოდ დროა 8 საათი

- გაკვეთილების დაწყების სავადაუდო დროა 8:10 საათი

- შესვენება 50 წუთი (12:45)

- გაკვეთლების (6 გაკვეთილი) დასრულების სავარაუდო დრო:

15:40

- გაკვეთილების შემდეგ: შეხვედრები ჩატარდება ოთხშაბათს

ურთიერთთანამშრომლობის მიზნით ხოლო კვირის სხვა

დღეებში დამატებითი აქტივობები როგორიც არის კლუბები,

სპორტული აქტივობები, დამატებითი გკვეთილები სამუშაო

დღე დასრულდება 17:00 საათზე.

კვირეული დატვირთვა:

40 კალენდარული საათი სრულ განაკვეთით დასაქმებულ პედაგოგთან

- აღნიშნული 40 კალენდარული სააათი გადანაწილებულია

შემდეგნაირად:

- გაკვეთილები : 20 სთ.

- ჩასატარებელი გაკვეთილების მომზადება, მოსწავლეთა

ნამუშევრების შესწორება და სხვა : 8 სთ.

- თანამშრომელთა საქმიანი შეხვედრები: 2 სთ.

- გაკვეთილებს შორის არსებული შესვენებების დროს

სუპერვიზია 3.5 სთ

- დამატებითი აქტივობები: 1.5 სთ

- კოლეგებთან თანამშრომლობა სასწავლო პროცესის დაგეგმვის

- მიზნით: 3 სთ.

- მოსწავლეთა მენტორინგი : 2 სთ


გამოქვეყნების თარიღი 2 აპრილი, 2024წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 21 აპრილი, 2024წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS