ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სექტორი
რეგიონი კახეთი
რაიონი ლაგოდეხი
ტელეფონი 598466871
სამუშაოს დაწყების თარიღი15 აპრილი, 2024წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0-500 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

სასურველი პროფესია: უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგს, მასწავლებელს, სპეციალური მასწავლებელს, ოკუპაციურ თერაპევტს, სოციალურ მუშაკს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს.

სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება, მათ შორის შორის ჩაითვლება სსსმ მოსწავლესთან მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება.

მინიმალური კომპეტენცია : ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);

გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

დ) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;

ე) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება.

ფუნქცია-მოვალეობები:

1. კლასში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, დაბალანსებული მხარდაჭერის გამოყენებით, ეხმარება მოსწავლეს პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში, როგორიცაა: გაზომვის ოპერაციები, მარტივი ცდები, მაკრატლის ხმარება, აპლიკაციების შესრულება;

2. მასწავლებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესრულებისას უზრუნველყოფს მოსწავლის სუპერვიზიას და მხარდაჭერას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით: ვერბალური წახალისება, ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტირება, ინსტრუქციების შეხსენება/გამეორება, ყურადღების წარმართვა/ფოკუსირება;

3. მოსწავლეს უწევს ასისტირებას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში;

4. ახორციელებს მოსწავლესა და თანაკლასელებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერას: შეტყობინებების ურთიერთგაცვლა - საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის შეტყობინებების თანაკლასელებისთვის გადაცემა და პირიქით, თანაკლასელთა შეტყობინების მისთვის გასაგები ფორმით მიწოდება. ეს შეიძლება მოიცავდეს შეტყობინების ჟესტურ ენაზე თარგმნას;

5. ახსენებს მოსწავლეს სასკოლო და საკლასო წესებს და ახდენს მათი დაცვის წახალისებას;

6. მხარს უჭერს მასწავლებელს სასკოლო და საკლასო რუტინის დაცვისას, გაკვეთილის წინ კლასის შეკრებისას და დაშლისას, მთლიანი კლასის ან/და მოსწავლეთა ჯგუფების სუპერვიზიისას, კლასში ჯგუფების და საკლასო აქტივობების ორგანიზებისას, სხვა არა საგანმანათლებლო აქტივობების შესრულებისას;

7. და სხვა სახის აქტივობებს კომპეტენციის ფარგლებში.


გამოქვეყნების თარიღი 1 აპრილი, 2024წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 5 აპრილი, 2024წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS