ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი დაწყებითის მასწავლებელი
კლასი I, II, III, IV
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
ტელეფონი
სამუშაოს დაწყების თარიღი30 აპრილი, 2024წ.
სამუშაო საათები18 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 2
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

შპს „დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა“ კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 27 წელს ითვლის. სკოლა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.


 გიმნაზია „შავნაბადა“ აცხადებს სტაჟირებას „დაწყებითის მასწავლებლის“ პოზიციაზე.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• კანდიდატი უნდა იყოს  დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ბოლო კურსის სტუდენტი ან უნდა ჰქონდეს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საგნის გამოცდა);

• სასურველია ბავშვებთან ჯგუფურან ან/და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილება.


დამატებითი ინფორმაცია:

მისამართი: ისანი-სამგორის რ-ნ, გაბრიელ სალოსის გამზირის მიმდებარედ.


ორთვიანი სტაჟირების განმავლობაში  კანდიდატ(ებ)ი დაესწრება გაკვეთილებს სხვადასხვა კლასში და მიიღებს გამოცდილებას გაკვეთილების ჩატარებისა და სასწავლო რესურსების მომზადებაში. 


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოთხოვნა teacersjobs.ge პორტალის მეშვეობით ან მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge . სავალდებულოა, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.



თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.


„შავნაბადა“ გისურვებთ წარმატებას!

გამოქვეყნების თარიღი 28 მარტი, 2024წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 30 აპრილი, 2024წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS