ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №107 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ისტორია
კლასი V, VI, VII, VIII, IX, X, XII
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
ტელეფონი 0322741488
სამუშაოს დაწყების თარიღი19 თებერვალი, 2024წ.
სამუშაო საათები23 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 1340-1345 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

გვჭირდება შემცვლელი მასწავლებელი გარკვეული დროით.

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს სერტიფიცირებული პირი.

ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

თ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

ე) აუცილებელია ჰქონდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლესთან, კლასში მუშაობის გამოცდილება.

  კონკურსის საფუძვლეზე შერჩეულ პედაგოგს დაევალება: საგნობრივი პროგრამების შემუშავება; გაკვეთილების დაგეგმვა/ჩატარება; ჩატარებული გაკვეთილის შეფასება/ანალიზი; საგაკვეთილო მასალების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა; კათედრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა; ანგარიშის მომზადება კათედრის გამგისა და დირექციის მოთხოვნის შესაბამისად; სკოლის ელჟურნალის წარმოება; სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით მასწავლებელთა მორიგეობის სქემაში ჩართვა და მორიგეობა.

2. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ)გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

დამატებითი ინფორმაცია:

1. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს, აგრეთვე მნიშვნელოვანია ფლობდნენ საგანმანათლებლო პლატფორმის Microsoft 365 - ის აპლიკაციებს (Teams, outlook, OneDrive, OneNote და ა.შ).

გამოქვეყნების თარიღი 12 თებერვალი, 2024წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 12 თებერვალი, 2024წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS