ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა ენისა და მეტყველების თერაპევტი
სექტორი
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი
რაიონი ხობი
ტელეფონი 577643964
სამუშაოს დაწყების თარიღი1 მარტი, 2024წ.
სამუშაო საათები10 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0-620 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

-უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი პედაგოგიკაში;

-არის რელევანტური სპეციალობების (მეტყველების თერაპია, ლოგოპედია) დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

-უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში, მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია), ოკუპაციურ თერაპიაში ან სპეციალურ განათლებაში ან/და ასევე

-აფასებს მოსწავლის ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარებას (ენა, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველება, ვერბალური მოქნილობა და ენაბორძიკი, არტიკულაცია, კომუნიკაციის სტილი) და სმენით ფუნქციას/სმენითი აღქმის უნარს და შეფასების საფუძველზე ადგენს მეენისა ტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების გეგმასა და განრიგს;

- მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს მოსწავლესთან როგორც ინდივიდუალურ ისე ჯგუფურ სამუშაოებს;

- თითოეული მოსწავლისათვის შემუშავებულ მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითრების გეგმას აცნობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სხვა პირს;

- საჭიროების შემთხვევაში, მონაწილებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში და მასწავლებლებს აწვდის ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენის, მეტყველების, კომუნიკაციისა და სმენითი ფუნქციის თავისებურებების შესახებ, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დროს;

- აერთიანებს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების მიზნებს აკადემიურ და სოციალურ მიზნებთან;

- მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს უწევს კონსულტაციას და აცნობს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ხელშემწყობ სტრატეგიებს;

- თანამშრომლობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, მასწავლებლებთან, მათთან ერთად გეგმავს და იყენებს სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლის განვითარებას, სასწავლო პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას და სწავლას;

- უზრუნველყოფს ენის/მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითრებისთვის საჭირო მასალის შერჩევას, ორგანიზებასა და გამოყენებას;

- მოსწავლესთან მუშაობის პროცესში იყენებს ენის/მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებს, სტრატეგიებს, მიდგომებსა და დამხმარე საშუალებებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე უწევს კონსულტაციას მასწავლებელსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.

კონკურსის ეტაპები:

საბუთების გადარჩევა;

გასაუბრება.

გასაუბრების თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს შეატყობინებენ ინდივიდუალურად.


გამოქვეყნების თარიღი 9 თებერვალი, 2024წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 29 თებერვალი, 2024წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS