ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა ენისა და მეტყველების თერაპევტი
სექტორი
რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
რაიონი ამბროლაური
ტელეფონი 593 32 04 05
სამუშაოს დაწყების თარიღი26 თებერვალი, 2024წ.
სამუშაო საათები10 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-580 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

აფასებს მოსწავლის ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარებას (ენა, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველება, ვერბალური მოქნილობა და ენაბორძიკი, არტიკულაცია, კომუნიკაციის სტილი) და სმენით ფუნქციას/სმენითი აღქმის უნარს და შეფასების საფუძველზე ადგენს მეენისა ტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების გეგმასა და განრიგს;

ბ) მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს მოსწავლესთან როგორც ინდივიდუალურ ისე ჯგუფურ სამუშაოებს;

გ) თითოეული მოსწავლისათვის შემუშავებულ მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითრების გეგმას აცნობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სხვა პირს;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში და მასწავლებლებს აწვდის ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენის, მეტყველების, კომუნიკაციისა და სმენითი ფუნქციის თავისებურებების შესახებ, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დროს;

ე) აერთიანებს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების მიზნებს აკადემიურ და სოციალურ მიზნებთან;

ვ) მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს უწევს კონსულტაციას და აცნობს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ხელშემწყობ სტრატეგიებს;

ზ) თანამშრომლობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, მასწავლებლებთან, მათთან ერთად გეგმავს და იყენებს სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლის განვითარებას, სასწავლო პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას და სწავლას;

თ) უზრუნველყოფს ენის/მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითრებისთვის საჭირო მასალის შერჩევას, ორგანიზებასა და გამოყენებას;

ი) მოსწავლესთან მუშაობის პროცესში იყენებს ენის/მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებს, სტრატეგიებს, მიდგომებსა და დამხმარე საშუალებებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე უწევს კონსულტაციას მასწავლებელსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.


გამოქვეყნების თარიღი 8 თებერვალი, 2024წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 16 თებერვალი, 2024წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS