ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა ფსიქოლოგი
სექტორი
რეგიონი ქვემო ქართლი
რაიონი დმანისი
ტელეფონი 551083009
სამუშაოს დაწყების თარიღი4 მარტი, 2024წ.
სამუშაო საათები36 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0-535 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


 უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში;

 ბავშვის კოგნიტური, ემოციური, ფუნქციური და კომუნიკაციური უნარების შეფასების გამოცდილება;

 სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან/მოსწავლეებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;

 კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

 ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნა;

 ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის გამოცდილება;

 გუნდური მუშაობის უნარი.

 ქცევის მართვის სტრატეგიების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება

უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);

გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

(საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე)

აპლიკანტს უნდა შეეძლოს:

 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კოგნიტური, ემოციური და ფუნქციური უნარ-ჩვევების, კომუნიკაციისა და მეტყველების შეფასება, ასევე, სწავლისა და ქცევითი სირთულეების იდენტიფიკაცია;

 ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

საგანმანათლებლო პროგრამის/ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენელთან და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სხვა პირთან თანამშრომლობა;

 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კოგნიტური უნარების გათვალისწინებით მასწავლებლებთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვა;

 ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში მონაწილეობა;

 საგნის მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლისათვის საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში კონსულტაციის გაწევა;

 მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა პირის ერთობლივი შეხვედრების უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინფორმაციის გაცვლა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა სასწავლო პროცესში;

 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილებზე პერიოდული დასწრება, ბავშვის ქცევასა და საკლასო აქტივობებში მის ჩართულობაზე მონიტორინგის განხორციელება;

 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობის, სოციალური ინტეგრაციის გაზრდისათვის საჭირო საკლასო/ კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა და მათ განხორციელებაში დახმარება;

 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მათი კოგნიტური, ქცევითი, სოციალური, ფუნქციური და სხვა უნარების გაუმჯობესების მიზნით ინდივიდუალური მუშაობის განხორციელება;

 თითოეულ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობის განრიგის, სამუშაო პროგრამის შედგენა და თითოეული ინდივიდუალური მეცადინეობის შემდეგ მოსწავლის მიღწევის მონიტორინგის განხორციელება;

 სსსმ მოსწავლეებისთვის სასწავლო მასალის შერჩევაში, ორგანიზებასა და გამოყენებაში მონაწილეობა;

 სსსმ მოსწავლეების სწავლებისა და მათი სასწავლო-საკლასო აქტივობებში ჩართვის პროცესში სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგიების, სტრატეგიების, მიდგომებისა და დახმარების ტექნოლოგიების გამოყენება;

 საჯარო სკოლისა და ინტეგრირებული კლასის მასწავლებლებისათვის, ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებისათვის კონსულტაციის გაწევა;

 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დოკუმენტების მოწესრიგება, პორტფოლიოს წარმოება.



კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

საბუთების გადარჩევა 29 თებერვალი;

 გასაუბრება 1მარტი .


გამოქვეყნების თარიღი 7 თებერვალი, 2024წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 28 თებერვალი, 2024წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS