ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №169 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
კლასი VI, IX
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი დიდუბე-ჩუღურეთი
ტელეფონი 2528108
სამუშაოს დაწყების თარიღი4 დეკემბერი, 2023წ.
სამუშაო საათები14 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 700-900 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი.

ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

კვალიფიკაცია და უნარები:

ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, მათემატიკის საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევა;

• მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი, შეფასების დაგეგმვა და განხორციელება.

• პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა;

• კომუნიკაცია კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან მოსწავლეების აკადემიურ განვითარებასა და სხვა სასკოლო საკითხებთან დაკავშირებით;

• სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.

• მასწავლებლად მუშაობისთვის მაღალი მოტივაცია ;

• სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების ადეკვატურად გამოყენება;

• დროის ორგანიზება და დისციპლინა;

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

• მზაობა ახალი იდეებისა და ინიციატივებისთვის;

• საოფისე კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა.

 კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ)გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.


გამოქვეყნების თარიღი 20 ნოემბერი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 29 ნოემბერი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS