ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს ევროპული სკოლა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ბიოლოგია
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი
სამუშაოს დაწყების თარიღი , წ.
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას ქართული პროგრამის ბიოლოგიის მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე

• სასწავლო პროგრამის მიზნებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო და მოსწავლის ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა;

• სემესტრული სილაბუსებისა და თემატური გეგმის შედგენა; შეფასების რუბრიკების შექმნა და შეფასების სტრუქტურის შესახებ მოსწავლეების მუდმივი ინფორმირება;

• სასწავლო პროგრამის შესაბამისი მეთოდების გამოყენება; მოსწავლეთა ასაკობრივი და სხვა ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, სასწავლო მეთოდების შერჩევა და სასწავლო პროცესის წარსამართად მათთვის აუცილებელი რესურსების მიწოდება;

• სასწავლო პროგრამით/სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება;

• გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა;

• მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა; ნებისმიერი პრობლემის/შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება; დამრიგებლის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მშობლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;

• მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მიზნით შემაჯამებელი, სადიაგნოსტიკო და სხვა სახის ტესტების მომზადება; ტესტის შედეგების ანალიზი, რეფლექსია, მოსწავლეებისთვის დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; მოსწავლეთა ტესტების/ნამუშევრების შენახვა სკოლაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

• სასწავლო და პერსონალური პროექტების დაგეგმვა-განხორციელება;

• საჭიროებისამებრ მოსწავლეებისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;

• საჭიროებისამებრ კლასგარეშე სახელმძღვანელოებისა და ლიტერატურის შერჩევა, დამოწმება და მოსწავლეებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;

• იმ კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს სილაბუსით გათვალისწინებული პროგრამის შესწავლას;

• მშობელთა კრებებზე დასწრება, კრებებისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება; საჭიროებისამებრ მშობლებთან მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის ინდივიდუალური განხილვა;

• ელექტრონული ჟურნალის წარმოება: საშინაო დავალებების შეტანა, საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეზე რეპორტების დაწერა, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, ქულებისა და კომენტარების სახით დოკუმენტაციის წარმოება;

• დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმირება სასწავლო გეგმის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ;

• დეპარტამენტის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება; პროფესიული სიახლეების მუდმივი გაცნობა-ათვისება;

• საგნის პორტფოლიოს სრულყოფილი წარმოება;

• კომპტენეციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

• კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია:

განათლება

• ბაკალავრის ხარისხი (ბიოლოგია)

• სასურველია მაგისტრის ხარისხი (ბიოლოგია)

გამოცდილება

• ბიოლოგიის პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:

• კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

• მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;

• ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნობრივი სტანდარტი;

• ბავშვის უფლებათა კონვენცია;

• ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.

კომპიუტერული პროგრამები:

• MS Office, Outlook

პიროვნული მახასიათებლები:

• კომუნიკაბელურობა;

• ორგანიზებულობა;

• პუნქტუალურობა;

• დეტალებზე ორიენტირებულობა;

• კრეატიულობა;

• თვითგანვითარებისთვის მზაობა;

• სტრესის მართვის უნარის ფლობა;

• დროის მენეჯმენტი;

• გუნდური მუშაობის უნარის ფლობა.

გამოქვეყნების თარიღი 20 ნოემბერი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 6 დეკემბერი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS