ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა ფსიქოლოგი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
ტელეფონი
სამუშაოს დაწყების თარიღი1 სექტემბერი, 2023წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კერძო სკოლა „შავნაბადა“, რომლის დაარსების ისტორია უკვე 27 წელს ითვლის, ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით კომფორტული სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

 „შავნაბადა“ აცხადებს ვაკანსიას „ფსიქოლოგის“ პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

• შესაბამისი უმაღლესი განათლება;

• ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 2 წელი (სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

1. მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა მოსწავლის/მასწავლებლის/მშობლის/მეურვის მიმართვის საფუძველზე;

2. გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამის სპეცალისტ(ებ)თან რეფერალი;

3. ახალი მოსწავლეების შეფასება და მხარდაჭერა ადაპტაციის პროცესში;

4. ჩართულობა ბულინგის დაძლევისა და პრევენციის საკითხებში;

5. მშობლების ინფორმირება შვილ(ებ)ის სწავლებისა და ფსიქიკური

ჯანმრთელობის საჭიროებებზე, მათგან უკუკავშირის მიღება და

ერთობლივი ინტერვენციის სტრატეგიების დაგეგმვა.

6. თანამშრომლობა მშობლებთან/მეურვეებთან, დამრიგებლებთან / საგნობრივ

მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან რათა ხელი შეეწყოს ოჯახი-სკოლა-

საზოგადოების თანამშრომლობას;

7. პირველკლასელთა მისაღები გასაუბრების წარმართვა და კლასების დაკომპლექტება;

8. პედაგოგთა კონსულტირება მოსწავლეთა საჭიროებებთან და ამ საჭიროებათა მართვის გზებთან დაკავშირებით;

9. ზრუნვა სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ)

მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნაზე;

10. ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე მოსწავლეთა

იდენტიფიცირება და გადამისამართება. მშობლების მიმღებლობასა და ჩართულობაზე მუშაობა.

11. სპეც. საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მასწ. სახლის

მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების კოორდინირება და საჭირო

დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

12. საჭიროებისამებრ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე

მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილებზე დასწრება.

13. კოორდინაცია არაფორმალურ სასკოლო აქტივობებში სსსმ მოსწავლეთა

მონაწილეობის მიმართულებით.

14. რეკომენდაციების მიწოდება მშობლების/მეურვეების, სპეციალურ მასწავლებლებისა და

სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებისათვის, სსსმ მოსწავლის

საგანამანათლებლო საჭიროებებთან დაკავშირებით;

15. კოორდინირებული თანამშრომლობა დამრიგებლებთან, მშობელთან/მეურვესთან და

სპეც. პედაგოგებთან ერთად მოსწავლეთა სპეციალური განათლების საჭიროებაზე და რთული ქცევის მართვის სტრატეგიებზე.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო დროის ხანგრძლივობა: კვირაში 40 სთ

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge წერილის სათაურის ველში ვაკანტური პოზიციის დასახელების „ფსიქოლოგი“ მითითებით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას!


გამოქვეყნების თარიღი 20 ნოემბერი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 30 ნოემბერი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS