![]() |
ვაკანსიები | ![]() |
მასწავლებლობის მაძიებელი | ![]() |
ვაკანსიის დამატება | ![]() |
კითხვა-პასუხი | ![]() |
დაგვიკავშირდით |
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
სკოლა | სსიპ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი |
სექტორი | |
რეგიონი | შიდა ქართლი |
რაიონი | კასპი |
ტელეფონი | 551117532 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 1 დეკემბერი, 2023წ. |
სამუშაო საათები | 10 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 0-180 ლარი/თვეში |
ვაკანსიების რაოდენობა | 1 |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | 1. კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება;მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; ბ) ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე. 2. უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით: ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება; ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი); გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში; დ) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება; ე) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება. 3. ასისტენტი საჭიროების შემთხვევაში უნდა ფლობდეს ჟესტურ ენას, ბრაილზე წერა-კითხვის ტექნიკებს. 4. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 5.1 სამოტივაციო წერილი; 5.2 პირადობის მოწმობის ასლი; 5.3 განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 5.4 შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში); 5.5 სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში). 6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ფუნქციებია: ა) დაეხმაროს სსსმ მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში; ბ) საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები რესურს ოთახში კოგნიტური და აკადემიური უნარების გავარჯიშების მიზნით; გ) გაუწიოს ინდივიდუალური დახმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს თვითმომსახურების აქტივობების განხორციელებასა და სკოლის გარემოში; დ) მონაწილეობა მიიღოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ განხილვებში; ე) დახმარება გაუწიოს ძირითად მასწავლებელს ან სპეც მასწავლებელს სსსმ მოსწავლესთან გაკვეთილის წარმართვაში. 7. კონკურსი ტარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ნოემბერი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 26 ნოემბერი, 2023წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |