ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სექტორი
რეგიონი შიდა ქართლი
რაიონი კასპი
ტელეფონი 551117525
სამუშაოს დაწყების თარიღი1 დეკემბერი, 2023წ.
სამუშაო საათები20 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0-360 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1. კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლბა; მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

ბ) ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

2. უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);

გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

დ) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;

ე) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება.

3. ასისტენტი საჭიროების შემთხვევაში უნდა ფლობდეს ჟესტურ ენას, ბრაილზე წერა-კითხვის ტექნიკებს.

4. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

5.1 სამოტივაციო წერილი;

5.2 პირადობის მოწმობის ასლი;

5.3 განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

5.4 შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

5.5 სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).

6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ფუნქციებია:

ა) დაეხმაროს სსსმ მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები რესურს ოთახში კოგნიტური და აკადემიური უნარების გავარჯიშების მიზნით;

გ) გაუწიოს ინდივიდუალური დახმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს თვითმომსახურების აქტივობების განხორციელებასა და სკოლის გარემოში;

დ) მონაწილეობა მიიღოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ განხილვებში;

ე) დახმარება გაუწიოს ძირითად მასწავლებელს ან სპეც მასწავლებელს სსსმ მოსწავლესთან გაკვეთილის წარმართვაში.

7. კონკურსი ტარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება

გამოქვეყნების თარიღი 19 ნოემბერი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 26 ნოემბერი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS