ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
კლასი VI, IX, X, XI
სექტორი ქართული
რეგიონი აჭარა
რაიონი ხულო
ტელეფონი 577176099
სამუშაოს დაწყების თარიღი26 ნოემბერი, 2023წ.
სამუშაო საათები20 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 700-2000 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კონკურსის გამოცხადების პირობები

სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო  სკოლა, აცხადებს კონკურსს საგნის/საგნების პედაგოგის პოზიციის დასაკავებლად.

სასწავლო დაწესებულება მდებარეობს მისამართზე: ხულო სოფელი ძმაგულა

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ვ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატის ვერ შერჩევის შემთხვევაში, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ან პირი, რომელსაც მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი აქვს მინიჭებული შესაბამის საგანში.

2. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ კომისია დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადასულ კანდიდატებს.

ბ)გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

კონკურსის შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ ელექტრონულ ფოსტაზე ან sms შეტყობინებით.

დამატებითი ინფორმაცია: არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

გამოქვეყნების თარიღი 17 ნოემბერი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 26 ნოემბერი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS