ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის №2 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
სექტორი
რეგიონი იმერეთი
რაიონი ხონი
ტელეფონი 977947104
სამუშაოს დაწყების თარიღი1 დეკემბერი, 2023წ.
სამუშაო საათები8 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 420-500 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით

სამუშაო აღწერილობა:

ა) წინასწარ განსაზღვრული განრიგით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობს ინდივიდუალურად ;

ბ) აღწერს მოსწავლის აკადემიურ, კოგნიტურ, კომუნიკაციურ, სოციალურ, ფსიქოემოციურ, ქცევით, ფუნქციურ და მოტორულ უნარებს და შეიმუშავებს მოსწავლის სწავლასთან გამოხატული სიძნელის პირველადი მართვის რეკომენდაციებს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის, კლასის დამრიგებლის, მასწავლებლის, სკოლის დირექციისათვის;

გ) საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს მასწავლებლებთან შესაბამის საგანში/საგნებში მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შეფასების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს სკოლის დირექტორს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შესაბამისი დასკვნის მომზადების მოთხოვნით;

ე) ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი წესით მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებელ სამუშაო ჯგუფის (შემდგომში – ისგ ჯგუფი) საქმიანობაში;

ვ) მონაწილეობს სკოლის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში;

ზ) თანამშრომლობს კლასის დამრიგებელთან და მასწავლებელთან/მასწავლებლებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებასა და მათი ქცევის მართვაში კონსულტაციის გაწევისა და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით;

თ) ასწავლის კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენებასა და სოციალურ ურთიერთობებს;

ი) ეხმარება მასწავლებელს/მასწავლებლებს, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს, გამოიყენონ კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებები კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ურთიერთობისას;

კ) საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული განრიგით, ეხმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო შედეგების მიღწევაში;

ლ) შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესა და მის თანაკლასელებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;

მ) თანამშრომლობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, აცნობს მათ უფლებებს ინკლუზიური განათლების სფეროში, აწვდის ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, მოსწავლის სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების გათვალისწინებით მიმართავს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შესაბამისი რეკომენდაციებით;

ნ) თანამშრომლობს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან;

ო) ახორციელებს დაკვირვებას კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლების მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე; დაკვირვების შედეგად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეუსრულებლობის ან არა ჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართავს სკოლის დირექციას რეაგირებისთვის;

პ) ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების კულტურის დანერგვას;

ჟ) ახორციელებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

გამოქვეყნების თარიღი 17 ნოემბერი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 27 ნოემბერი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS