ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესი
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი
სამუშაოს დაწყების თარიღი , წ.
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესი" “ ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

სკოლა "პროგრესი" ეძებს მასწავლებელთა გუნდის ახალ წევრს თბილისში, "მათემატიკის მასწავლებლის" პოზიციაზე:

ფუნქციები და მოვალეობები:

• თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსწავლეების თეორიულ და პრაქტიკული სწავლებას;

• მაქისმლურად ზრუნავს და ორიენტირებულია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზე;

• სწავლების პროცესში ახდენს ინიციატივების მაქსიმალურ გამოვლენას, რათა სწავლების სტანდარტი მუდმივად განვითარდეს;

• ჩართულია სასწავლო პროცესის დაგეგმარებასა და აღსრულების პროცესში;

• იღებს მონაწილეობას მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში, როგორც სკოლის ფარგლებში, ისე მის გარეთ;

• იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების, პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმებს;

• იცავსსკოლის შინაგანაწესს და სხვა შიდა სტანდარტითა თუ აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებს;

• სასწავლო პროცესის განვითარებასთან ერთად, მაქისმლურად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

o პროგრესის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელს ქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა, კომუნიკაციის გამართული უნარი და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული

o ვაკანსიის რაოდენობა: 2 (ერთი ვაკანტური პოზიცია ქართულევნოვანი სწავლებისთვის, ხოლო მეორე ვაკანტური პოზიცია ინგლისურენოვანი სწავლებისთვის)

o ენების ფლობა:

ქართული - მშობლიური,

ინგლისური - ინგლისური - C1 / პროფესიულ დონეზე (კანდიდატი გაკვეთილებს წაიკითხავს ამერიკული სექტორის სტუდენტებთან)

ამავდროულად სავალდებულოა:

• იყოს სერთიფიცირებული პედაგოგი

ან/და

• ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი (მაძიებლობა), ან პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მაინორი);

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);

• ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

• თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების პრინციპების ცოდნა სწავლების დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;

პირობები:

• ანაზღაურება არის საათობრივი, ტარიფი განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;

• შერჩეული კანდიდატებთან დამატებით შესარჩევ ეტაპებს (საჩვენებელი გაკვეთილი, დამატებითი გასაუბრება თუ სხვა) განსაზღვრავს სკოლის შერჩევის პროცედურაზე პასუხისმგებელი პირი/პირები;

• დაინტერესებული კანდიდატები განაცხადს გზავნიან მასწავლებელთა დასაქმების პლატფორმა http://teacherjobs.ge/ - ს მეშვეობით, სადაც პირველ რიგში კანდიდატი გაივლის რეგისტრაციას, მეორე ეტაპად კი გააკეთებს განაცხადს უშუალოდ ვაკანსიაზე (თქვენი აპლიკაცია უნდა დაფიქსირდეს ვაკანსიის „შემოსულ განაცხადებში“)

• სკოლა გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.


 გისურვებთ წარმატებას!

გამოქვეყნების თარიღი 17 ნოემბერი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 30 ნოემბერი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS