![]() |
ვაკანსიები | ![]() |
მასწავლებლობის მაძიებელი | ![]() |
ვაკანსიის დამატება | ![]() |
კითხვა-პასუხი | ![]() |
დაგვიკავშირდით |
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
სკოლა | სსიპ - ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი |
სექტორი | |
რეგიონი | თბილისი |
რაიონი | ვაკე-საბურთალო |
ტელეფონი | 577388101 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | , წ. |
სავარაუდო ხელფასი | 250-288 ლარი/თვეში |
ვაკანსიების რაოდენობა | 1 |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | კანდიდატს უნდა ჰქონდეს: ა) მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ბ) მუშაობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; კანდიდატი უნდა ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე. ფუნქცია-მოვალეობები: 1. კლასში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, დაბალანსებული მხარდაჭერის გამოყენებით, ეხმარება მოსწავლეს პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში, როგორიცაა: გაზომვის ოპერაციები, მარტივი ცდები, მაკრატლის ხმარება, აპლიკაციების შესრულება; 2. მასწავლებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესრულებისას უზრუნველყოფს მოსწავლის სუპერვიზიას და მხარდაჭერას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით: ვერბალური წახალისება, ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტირება, ინსტრუქციების შეხსენება/გამეორება, ყურადღების წარმართვა/ფოკუსირება; 3. მოსწავლეს უწევს ასისტირებას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში; 4. ახორციელებს მოსწავლესა და თანაკლასელებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერას: შეტყობინებების ურთიერთგაცვლა - საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის შეტყობინებების თანაკლასელებისთვის გადაცემა და პირიქით, თანაკლასელთა შეტყობინების მისთვის გასაგები ფორმით მიწოდება. ეს შეიძლება მოიცავდეს შეტყობინების ჟესტურ ენაზე თარგმნას; 5. ახსენებს მოსწავლეს სასკოლო და საკლასო წესებს და ახდენს მათი დაცვის წახალისებას; 6. მხარს უჭერს მასწავლებელს სასკოლო და საკლასო რუტინის დაცვისას, გაკვეთილის წინ კლასის შეკრებისას და დაშლისას, მთლიანი კლასის ან/და მოსწავლეთა ჯგუფების სუპერვიზიისას, კლასში ჯგუფების და საკლასო აქტივობების ორგანიზებისას, სხვა არა საგანმანათლებლო აქტივობების შესრულებისას; 7. და სხვა სახის აქტივობებს კომპეტენციის ფარგლებში. წარსადგენი დოკუმენტაცია: 1. პირადობის მოწმობის ასლი; 2. ავტობიოგრაფია/CV 3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 4. შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში); 5. სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში). მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა ხორციელდება სკოლის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: tbilisi64@mes.gov.ge |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 29 ნოემბერი, 2023წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |