ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
კლასი VI, IX, XI, XII
სექტორი ქართული
რეგიონი აჭარა
რაიონი ხელვაჩაური
ტელეფონი 577304290
სამუშაოს დაწყების თარიღი1 დეკემბერი, 2023წ.
სამუშაო საათები19 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 450-480 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

1.უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

2.უნდა იყოს სერტიფიცირებული პირი.

3. უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

4. ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

  კონკურსის საფუძვლეზე შერჩეულ პედაგოგს დაევალება: საგნობრივი პროგრამების შემუშავება; გაკვეთილების დაგეგმვა/ჩატარება; ჩატარებული გაკვეთილის შეფასება/ანალიზი; საგაკვეთილო მასალების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა; კათედრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა; ანგარიშის მომზადება კათედრის გამგისა და დირექციის მოთხოვნის შესაბამისად; სკოლის ჟურნალის წარმოება; სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით მასწავლებელთა მორიგეობის სქემაში ჩართვა და მორიგეობა.

5. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ)გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

         კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საიტზე pedagogi.ge ატვირთეთ შემდეგი დოკუმენტები:

ა) CV;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი

დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი.

ე) სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია

6. თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას.

გამოქვეყნების თარიღი 16 ნოემბერი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 25 ნოემბერი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS