ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი დაწყებითის მასწავლებელი
სექტორი ქართული
რეგიონი აჭარა
რაიონი ხულო
ტელეფონი 577174275
სამუშაოს დაწყების თარიღი24 სექტემბერი, 2023წ.
სამუშაო საათები12 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 700-950 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კონკურსის განაცხადი დაწყებითი კლასების მასწავლებლის ვაკანტური საათების შესავსებად

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (დაწყებით I-IV კლასებში);

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;

ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებლის სტატუსით.

თ) მინიმუმ იყოს საგნის სპეციალისტი.

 2. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

დ) იმ შემთხვევაში თუ კონკურსი დიდია და შერჩევა ძნელდება კონკურსანტებს კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება მოეთხოვოთ საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება ან ტესტირება.

ე) უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.აგრეთვე კანდიდატებს რომელთაც გავლილი აქვთ ,,ეროვნული სკოლის" სრული კურსი

3. დისტანციური სწავლების მეთოდით სწავლება არ განიხილება, ამიტომ ამ მიმართულებით მსურველებმა არ გამოგვეხმაუროთ

4) დამატებითი ინფორმაცია.

კონკურსანტებს ვთხოვთ გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ საგაკვეთილო ცხრილი შედგება მხოლოდ სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე და არა პირიქით, ანუ საგაკვეთილო ცხრილის შედგენა არ მოხდება შერჩეული მასწავლებლის ინტერესების მიხედვით

გამოქვეყნების თარიღი 19 სექტემბერი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 24 სექტემბერი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS