ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - აფხაზეთის №14 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სკოლის ექიმი
სექტორი
რეგიონი აფხაზეთი
რაიონი აფხაზეთი
ტელეფონი 591053501
სამუშაოს დაწყების თარიღი2 ოქტომბერი, 2023წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-660 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1. კანდიდატისადმი სავალდებულო მოთხოვნებად შესაძლებელია ჩაითვალოს:

ა) ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში - „საოჯახო მედიცინა“ „პედიატრია“ ან ,,თერაპევტი’’ და სხვა.

ბ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;

გ) იცოდეს სახელმწიფო ენა.

2. კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

ბ) ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

გ) დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი;

დ) ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში;

ე) მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვ. (საექიმო სპეციალობის ფარგლებში).

3. მნიშვნელოვანია თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭოთ იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს ორ სპეციალობაში (მაგ. „საოჯახო მედიცინა“ „პედიატრია“ ,,თერაპევტი’ და სხვა’).

4. კონკურსში მონაწილეობის მიზნით კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

ბ) საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;

გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

 ვ) დასაქმებული კანდიდატების შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან (სამუშაო გარაფიკისა და შესაბამისი საათობრივი დატვირთვის მითითებით);

ზ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება;


გამოქვეყნების თარიღი 18 სექტემბერი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 27 სექტემბერი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS