![]() |
ვაკანსიები | ![]() |
მასწავლებლობის მაძიებელი | ![]() |
ვაკანსიის დამატება | ![]() |
კითხვა-პასუხი | ![]() |
დაგვიკავშირდით |
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
სკოლა | სსიპ - ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | მასწავლებელი/მაძიებელი |
საგანი | ისტორია |
კლასი | VII |
სექტორი | ქართული |
რეგიონი | ქვემო ქართლი |
რაიონი | მარნეული |
ტელეფონი | 557379386 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 2 ოქტომბერი, 2023წ. |
სამუშაო საათები | 2 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 53-61 ლარი/თვეში |
ვაკანსიების რაოდენობა | 1 |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | ისტორიის მასწავლებლის ღია კონკურსის განაცხადი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი; ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით. 1.2. თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ან პირი, რომელსაც მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი აქვს მინიჭებული შესაბამის საგანში. 2. კონკურსის ეტაპები: ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ბ) გასაუბრება; გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა. 3. დამატებითი მოთხოვნები: კანდიდატმა ვებ-გვერდის teacherjobs.ge პროფილში უნდა ატვირთოს/წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულო); ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სავალდებულო); გ) შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სავალდებულო); დ) შესაბამისი სტატუსის (უფროსი/წამყვანი/მენტორი) დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სავალდებულო); ე) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტურ თანამდებობასთან (სურვილისამებრ). უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს და აქვთ ეთნიკურ უმცირესობებთან მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება. არასრულად წარმოდგენილ დოკუმენტაციას კომისია არ განიხილავს. შენიშვნა: სავარაუდო ხელფასი მითითებულია მასწავლებლის კუთვნილი დანამატის გარეშე, რომელიც გაიცემა მასწავლებლის სტატუსის შესაბამისად. |
გამოქვეყნების თარიღი | 18 სექტემბერი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 23 სექტემბერი, 2023წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |