![]() |
ვაკანსიები | ![]() |
მასწავლებლობის მაძიებელი | ![]() |
ვაკანსიის დამატება | ![]() |
კითხვა-პასუხი | ![]() |
დაგვიკავშირდით |
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
სკოლა | შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა |
სკოლის ტიპი | კერძო |
თანამდებობა | სპეციალური მასწავლებელი |
სექტორი | |
რეგიონი | თბილისი |
რაიონი | ისანი-სამგორი |
ტელეფონი | |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 1 სექტემბერი, 2022წ. |
სავარაუდო ხელფასი | 0 ლარი/თვეში |
ვაკანსიების რაოდენობა | 1 |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | შპს „დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა“ კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 27 წელს ითვლის. ის ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე. გიმნაზია „შავნაბადა“ აცხადებს ვაკანსიას „სპეციალური მასწავლებლის“ პოზიციაზე.საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან/და ინკლუზიური განათლების მიმართულებით; • ინკლუზიური განათლების პრინციპების ცოდნა; • მოზარდის რთული ქცევის სტრატეგიების ცოდნა და მართვის უნარი; • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის პედაგოგიური შეფასების უნარი; • მოსწავლეთა ინდივიდუალური გეგმების შედგენის გამო ცოდნა; • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია). ძირითადი მოვალეობები: • ეხმარება საგნის მასწავლებელს სსსმ მოსწავლისათვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნაში; • ეხმარება საგნის მასწავლებელს, როგორც სსსმ მოსწავლის კლასში ქცევის, ასევე, ზოგადად, კლასის მართვაში; • საჭიროებისამებრ სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში იყენებს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიულ ტექნოლოგიებს; • ახდენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ადრეულ იდენტიფიცირებას; • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიურ მიღწევასთან დაკავშირებით ისახავს საგანმანათლებლო მიზნებს; • მართავს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მომუშავე გუნდის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის/გადახედვის პროცესს; • ახდენს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგს; • საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად მუშაობს სსსმ მოსწავლესთან ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან (რესურს ოთახში, კლასში ან კლასის გარეთ), მოსწავლის აკადემიური და სოციალური უნარებისა თუ ქცევის გაუმჯობესებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით. დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 09:00-15:00სთ დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები მისამართი: ისანი-სამგორის რ-ნი, გაბრიელ სალოსის გამზირის მიმდებარედ. კონკურსი მოიცავს ეტაპებს: CV/რეზიუმეს გადარჩევა გასაუბრება (შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ ფორმატში Zoom აპლიკაციით) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე teachersjobs პორტალის მეშვეობით ან ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@shavnabada.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სპეციალური მასწავლებელი". თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! |
გამოქვეყნების თარიღი | 18 სექტემბერი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 30 სექტემბერი, 2023წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |