ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სკოლის ექიმი
სექტორი
რეგიონი აჭარა
რაიონი ხულო
ტელეფონი 5771706099 577150166
სამუშაოს დაწყების თარიღი1 ივნისი, 2023წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-550 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1. ექთნის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სკოლის ექთნად მუშაობისთვის კანდიდატს უნდა სამედიცინო დაწესებულებაში ექთანად დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის შესაბამისი კვალიფიკაცია. მათ შორის:

ა) საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრი;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი (პრაქტიკოსი ექთანი) დარგი/სპეციალობა -საექთნო საქმე;

გ) დიპლომირებული მედიკოსი და ა.შ.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

• დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

• სამოტივაციო წერილი.

1.2 უნდა შეეძლოს შეასრულოს სკოლის ექიმის/ექთნის შემდეგი კომპეტენცია:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სერთობლივი 2022 წლის 21 მარტის №41/ნ/01-23/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინომომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები;

1.3 ზედამხედველობა გაუწიოს სამედიცინო კაბინეტში/სამედიცინო პუნქტში განთავსებულ აღჭურვილობას და მედიკამენტებს, აწარმოოს მოხმარებული მედიკამენტების და სამედიცინო მასალების აღრიცხვა, აკონტროლოს მედიკამენტების და სახარჯი მასალების ვარგისიანობის ვადები, ამოიღოს მოხმარებიდან ვადაგასული მედიკამენტები და მოახდინოს მათი აღრიცხვა, გაატაროს მედიკამენტებით და სამედიცინო მასალებით მომარაგებისთვის საჭირო პროცედურები.


2. კონკურსის ეტაპები:

2.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა (არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება);

2.2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება (სკოლა დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს);

2.3. კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

შენიშვნა: შეთავსებით მომუშავე აპლიკანტის განცხადება არ განიხილება (დაუშვებელია სკოლის ექთანი სასწავლო დაწესებულებაში განსაზღვრული სამუშაო საათების დროს (9:00 სთ-18:00 სთ) დაკავდეს ინდივიდუალური საექთნო ან სამედიცინო დაწესებულებაში პარალელური პროფესიული საქმიანობით).


გამოქვეყნების თარიღი 24 მაისი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 28 მაისი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS