![]() |
ვაკანსიები | ![]() |
მასწავლებლობის მაძიებელი | ![]() |
ვაკანსიის დამატება | ![]() |
კითხვა-პასუხი | ![]() |
დაგვიკავშირდით |
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
სკოლა | შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა |
სკოლის ტიპი | კერძო |
თანამდებობა | მასწავლებელი/მაძიებელი |
საგანი | მუსიკა |
სექტორი | ქართული |
რეგიონი | თბილისი |
რაიონი | ისანი-სამგორი |
ტელეფონი | |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 1 სექტემბერი, 2023წ. |
სამუშაო საათები | 10 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 0 ლარი/თვეში |
ვაკანსიების რაოდენობა | 1 |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | შპს „დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა“ კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 27 წელს ითვლის. ის ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე. გიმნაზია „შავნაბადა“ აცხადებს ვაკანსიას „მუსიკის პედაგოგის“ პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საბაზისო მუსიკალური განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხი); მუსიკის მასწავლებლად (ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში) ან/და კერძო რეპეტიტორად მუშაობის გამოცდილება; წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის დახვეწილი უნარ-ჩვევები; მუსიკის მიმართულებათა თეორიული საფუძვლების ცოდნა; მუსიკის სწავლების მეთოდოლოგიის ცოდნა; საქართველოს კანონმდებლობის და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის ცოდნა; სასურველი მოთხოვნები: ჩაბარებული საგნის კომპეტენციის გამოცდა; მუსიკის ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნა; კრეატიული სასწავლო მეთოდების გამოყენების უნარი მუსიკის დარგში; დამატებითი ინფორმაცია: CV/რეზიუმეს გადარჩევა გასაუბრება (შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ ფორმატში Zoom აპლიკაციით) საჩვენებელი გაკვეთილი. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 31 მაისი, 2023წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |