![]() |
ვაკანსიები | ![]() |
მასწავლებლობის მაძიებელი | ![]() |
ვაკანსიის დამატება | ![]() |
კითხვა-პასუხი | ![]() |
დაგვიკავშირდით |
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
სკოლა | შპს თბილისის საერთაშორისო სკოლა |
სკოლის ტიპი | კერძო |
თანამდებობა | ფსიქოლოგი |
სექტორი | |
რეგიონი | თბილისი |
რაიონი | დიდუბე-ჩუღურეთი |
ტელეფონი | 595437799 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 4 სექტემბერი, 2023წ. |
სავარაუდო ხელფასი | 0 ლარი/თვეში |
ვაკანსიების რაოდენობა | 2 |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ დიდ დიღომში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს 2001 წლიდან. სკოლის სასწავლო პროგრამები გამდიდრებულია უახლესი ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტებითა და სწავლების მეთოდებით. ჩვენთან დაგხვდებათ მოსწავლისა და მასწავლებელის განვითარებაზე ორიენტირებული კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემო, თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით. შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" 2023-2024 აკადემიური წლისთვის აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი,სოფელი ზურგოვანი.თავისუფლების ქუჩა #10 საკონტაქტო ნომერი: +(995) 595437799 სამუშაო განაკვეთი: 09:15-დან 17:15-მდე ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 ანაზღაურება:შეთანხმებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით; ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 2 წელი (სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: პირველკლასელთა მისაღები გასაუბრების წარმართვა და კლასების დაკომპლექტება; ახალი მოსწავლეების შეფასება და მხარდაჭერა ადაპტაციის პროცესში; საჭიროების შემთხვევაში შპს „თბილისის საერთშორისო სკოლის“ სკოლამდელი განათლების ჯგუფისა და I-XII კლასების მოსწავლეებისთვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის აღმოჩენა; მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა და სათანადო რეაგირება მოსწავლის/მასწავლებლის/მშობლის/მეურვის მიმართვის საფუძველზე; მოსწავლეების მშობლებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეების განვითარების მონიტორინგის მიზნით; აქტიური ჩართულობა ბულინგის პრევენციიის და დაძლევისა საკითხებში; პედაგოგთა კონსულტირება მოსწავლეთა საჭიროებებთან და ამ საჭიროებათა მართვის გზებთან დაკავშირებით; ზრუნვა სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნაზე; რეკომენდაციების მიწოდება მშობლების/მეურვეების, სპეციალურ მასწავლებლებისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებისათვის, სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებთან დაკავშირებით; საჭიროების შემთხვევაში შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლის“მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი ** კომუნიკაციის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ორგანიზებულობა კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, 2023 წლის 17 ივნისის ჩათვლით გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე info@tis.edu.ge გთხოვთ,სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ გისურვებთ წარმატებას! |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 17 ივნისი, 2023წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |