ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სკოლის ექიმი
სექტორი
რეგიონი სამცხე-ჯავახეთი
რაიონი ახალქალაქი
ტელეფონი 551083928
სამუშაოს დაწყების თარიღი15 მაისი, 2023წ.
სავარაუდო ხელფასი 660-0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში:

ა) „პედიატრია“

ბ) „საოჯახო მედიცინა“

გ) „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“

სასურველია ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება .

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;

• უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი.

• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

• დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

სამუშაოს აღწერა:

მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისის ღონისძიებების ხელშეწყობა;

ბავშვებსა და და მოზარდებში სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის,მოტეხილობის, ჭრილობის,რესპირაციული დისტრესის , შოკის კომის , კრუნჩხვის , ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე);

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში);

სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა;

გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;

ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.

.ვისაც შეთავსებით მუშაობის სურვილი აქვს ასეთ განცხადებებს საკონკურსო კომისიაარ განიხილავს..

კონკურსის ეტაპები

• განცხადების გადარჩევა

• გასაუბრება

გამოქვეყნების თარიღი 16 მაისი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 21 მაისი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS