ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი 577388083
სამუშაოს დაწყების თარიღი , წ.
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

ა) მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

ბ) მუშაობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

კანდიდატი უნდა ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

1. კლასში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, დაბალანსებული მხარდაჭერის გამოყენებით, ეხმარება მოსწავლეს პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში, როგორიცაა: გაზომვის ოპერაციები, მარტივი ცდები, მაკრატლის ხმარება, აპლიკაციების შესრულება;

2. მასწავლებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესრულებისას უზრუნველყოფს მოსწავლის სუპერვიზიას და მხარდაჭერას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით: ვერბალური წახალისება, ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტირება, ინსტრუქციების შეხსენება/გამეორება, ყურადღების წარმართვა/ფოკუსირება;

3. მოსწავლეს უწევს ასისტირებას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში;

4. ახორციელებს მოსწავლესა და თანაკლასელებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერას: შეტყობინებების ურთიერთგაცვლა - საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის შეტყობინებების თანაკლასელებისთვის გადაცემა და პირიქით, თანაკლასელთა შეტყობინების მისთვის გასაგები ფორმით მიწოდება. ეს შეიძლება მოიცავდეს შეტყობინების ჟესტურ ენაზე თარგმნას;

5. ახსენებს მოსწავლეს სასკოლო და საკლასო წესებს და ახდენს მათი დაცვის წახალისებას;

6. მხარს უჭერს მასწავლებელს სასკოლო და საკლასო რუტინის დაცვისას, გაკვეთილის წინ კლასის შეკრებისას და დაშლისას, მთლიანი კლასის ან/და მოსწავლეთა ჯგუფების სუპერვიზიისას, კლასში ჯგუფების და საკლასო აქტივობების ორგანიზებისას, სხვა არა საგანმანათლებლო აქტივობების შესრულებისას;

7. და სხვა სახის აქტივობებს კომპეტენციის ფარგლებში.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. ავტობიოგრაფია/CV

3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4. შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

5. სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა ხორციელდება სკოლის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: tbilisi64@mes.gov.ge 

გამოქვეყნების თარიღი 15 მაისი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 19 მაისი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS