![]() |
ვაკანსიები | ![]() |
მასწავლებლობის მაძიებელი | ![]() |
ვაკანსიის დამატება | ![]() |
კითხვა-პასუხი | ![]() |
დაგვიკავშირდით |
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
სკოლა | სპს - ნუნუ ბეიტრიშვილი პრომეთე |
სკოლის ტიპი | კერძო |
თანამდებობა | მასწავლებელი/მაძიებელი |
საგანი | დაწყებითის მასწავლებელი |
კლასი | II, III |
სექტორი | ქართული |
რეგიონი | თბილისი |
რაიონი | გლდანი-ნაძალადევი |
ტელეფონი | 2 49 74 47 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | , წ. |
სამუშაო საათები | 18 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 0 ლარი/თვეში |
ვაკანსიების რაოდენობა | 1 |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | ფუნქცია-მოვალეობები: • სასწავლო პროგრამის მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება; • წლიური სამოქმედო გეგმის, კურიკულუმების, მატრიცებისა და თემატური გეგმის შედგენა; • სასსკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი მეთოდების გამოყენება; • გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა; • მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა; • სამოქმედო გეგმით დადგენილი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება • მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია • სემესტრულად მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების მომზადება • სასკოლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა • პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა, სიახლეებისთვის თვალყურის დევნება და ახალი ცოდნის ათვისებაზე ზრუნვა. პედაგოგი ვალდებულია დაიცვას სკოლის შინაგანაწესი და პატივი სცეს სასკოლო კულტურას. კვალიფიკაცია: განათლება ვაკანტურ საათებზე მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: o უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); o უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; o უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; o უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; o უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; o უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი; o უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით. ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები: კანდიდატი უნდა იცნობდეს: კანონს „ზოგადი განათლების შესახებ“,მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, ბავშვის უფლებათა კონვენციას, ეროვნულ სასწავლო გეგმას და საგნობრივ სტანდარტს; კანდიდატი უნდა ფლობდეს, საოფისე პროგრამებს, შეეძლოს ინტერნეტ საძიებო ველის ეფექტურად გამოყენება და საგანმანათლებლო ინტერნეტ პლატფორმებით საგაკვეთილე რესურსების შექმნა. პიროვნული მახასიათებლები: • გუნდური მუშაობის უნარი; • კომუნიკაბელურობა; • ორგანიზებულობა; • უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; • პუნქტუალურობა; • შრომისმოყვარეობა. კონკურსის ჩატარების წესი კონკურსის ჩატარების ეტაპებია განაცხადების გადარჩევა; გასაუბრება; საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება; ტესტირება; ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: • პირადობის მოწმობის ასლი; • სამოტივაციო წერილი; • შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; • სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); • ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ; • ინფორმაცია/ცნობა შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ. მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი : • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით არანაკლებ ბაკალავრის დიპლომი • სამოტივაციო წერილი; • ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); • ინფორმაცია/ცნობა შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ. სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე" წარმატებას გისურვებთ! |
გამოქვეყნების თარიღი | 31 მარტი, 2023წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 25 ივნისი, 2023წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |