ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა ბუღალტერი
სექტორი
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი
რაიონი აბაშა
ტელეფონი 591818094
სამუშაოს დაწყების თარიღი10 აპრილი, 2023წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 275-300 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1. სკოლის ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა)  წარმოადგინოს საბუღალტრო/ეკონომიკური განათლების დოკუმენტი

2. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება;

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისთვის, განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

სკოლის ბუღალტრის მოვალეობა:

- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო - ეკონომიკურ საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება;

- შეადგინოს სკოლის ბიუჯეტის პროექტი და დირექტორთან ერთად დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს;

- სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი ასახოს ბიუჯეტში;

  - მომავალი წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 20 ნოემბრამდე;

- გააკონტროლოს, აღრიცხოს და განახორციელოს ბუღალტრული გატარებები;

- დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში, გამოავლენოს და აღრიცხოს შედეგები, შეადგინოს შესაბამისი შედარების უწყისი;

- კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში შეავსოს და წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დეკლარაციები;

- საბანკო ოპერაციები აწარმოოს უნაღდო ანგარიშწორების წესით (ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით);

- შეადგინოს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტები;

- სახელმწიფო შესყიდვების სწორად განხორციელების მიზნით, შეასრულოს შესაბამისი მოქმედებები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge;

- აწარმოოს ბუღალტრული დოკუმენტების დამუშავება და აღრიცხვა;

- აწარმოოს კომუნალური მომსახურეობის აღრიცხვა და უზრუნველყოს დავალიანების დროული დაფარვა;

- აწარმოოს ბუღალტრული დოკუმენტების დამუშავება და აღრიცხვა;

- განახორციელოს ორგანიზაციის ბუღალტრულ საქმიანობასთან დაკავშირებით სხვა ფუნქციები;

- კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს სკოლის დირექტორის მითითებები.

- ფლობდეს საოფისე პროგრამებს, კერძოდ Excel, Word, Power point -ს და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამებს eflow, eschool, email.mes.gov.ge.


გამოქვეყნების თარიღი 30 მარტი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 3 აპრილი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS