ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
სექტორი
რეგიონი მცხეთა-მთიანეთი
რაიონი დუშეთი
ტელეფონი 577676876
სამუშაოს დაწყების თარიღი1 აპრილი, 2023წ.
სამუშაო საათები30 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 450-540 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კანდიდატი სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:

1) ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში;

2) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

3) ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

4) ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

აქვს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესადგენად საჭირო კომპეტენცია;

 აქვს ინკლუზიურ განათლების სფეროში ტრენინგ კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები;

აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

 აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

რთული ქცევის მქონე ან აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

კონკურსი წარიმართება სამ ეტაპად:

1) კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

2) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;

3) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

შენიშვნა: გასაუბრების თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს შეატყობინებენ ინდივიდუალურად.

გამოქვეყნების თარიღი 28 მარტი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 30 მარტი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS