ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა ა(ა)იპ ჩემი ევროპულ სკოლა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი დაწყებითის მასწავლებელი
კლასი I, II, III, IV
სექტორი ქართული
რეგიონი კახეთი
რაიონი ლაგოდეხი
ტელეფონი 558676024
სამუშაოს დაწყების თარიღი1 სექტემბერი, 2023წ.
სამუშაო საათები14 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 864-980 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 4
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;

ზ) უნდა იყოს 2015 წლამდე მოქმედი მასწავლებელი.

შენიშვნა: მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი:

 რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;

პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

პირი, რომელიც წარსულში ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მიხედავად ნასამართლობის მოხსნისა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამორიცხვის მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატს ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში მოეთხოვება შესაბამისი ცნობების წარმოდგენა.

2. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები:

კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია. შერჩევისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მოტივაცია და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნის და გამოყენების კომპეტენცია.

3. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.


შენიშვნა:

მასწავლებლის ანაზღაურება ხორციელდება საათობრივი ანაზღაურების წესით. ზემოთ მითითებული საათობრივი დატვირთვა (და შესაბამისად, ანაზღაურება), შეიძლება შეიცვალოს მასწავლებლის რეალური დატვირთვის მიხედვით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატი მუშაობას შეუდგება 2023-2024 სასწავლო წლის სექტემბრიდან. მასწავლებლებზე საათების გადანაწილება დაგეგმილია აგვისტოს თვის ბოლოს - სექტმებრის პირველ კვირაში.

გამოქვეყნების თარიღი 28 მარტი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 3 აპრილი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS